მობილური+995 558 168918
ელ. ფოსტაinfo@cgroup.ge

Cgroup.Ge დაგეხმარებათ შექმნათ თქვენს ბიზნესზე მორგებული საიტი
 

პირველ რიგში უპასუხეთ კითხვებს: რისთვის ქმნით საიტს, რა არის თქვენი პრიორიტეტი და მომხმარებელმა რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება. რომელია მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაცია.

ვებ-გვერდის დომეინი უნდა იყოს მარტივი და ადვილად დამახსოვრებადი, სახელწოდებაში კომპანიის მთავარი სიტყვა უნდა იყოს გამოყენებული. აუცილებლად უნდა განსაზღვროთ რა ტიპის ვებ-გვერდი გჭირდებათ: ერთგვერდიანი - სავიზიტო ბარათი, საინფორმაციო თუ გაყიდვებისთვის. ვებ-გვერდზე აუცილებლად უნდა იყოს ადვილი სანავიგაციო სისტემა, რუკა.

აუცილებელია მთავარი, მნიშვნელოვანი ელემენტების ზუსტი ადგილმდებარეობა: საკონტაქტო ინფორმაცია, ტელეფონის ნომერი, მისამართი, შეტყობინების გაგზავნის ღილაკი, ყიდვის ან დაჯავშნის ღილაკი.

კარგი ვებ-გვერდი სწრაფად უნდა იხსნებოდეს სხვადასხვა დივაისზე დესკტოპზე, პლანშეტში და მობილურში.

 
კარგი საიტის მისაღებად საჭიროა შემდეგი ეტაპების გავლა


 

პირველი ეტაპი

  • → პირველ ეტაპზე საჭიროა ჩამოვწეროთ ყველა ის ფუნქცია რაც გინდათ, რომ ჰქონდეს საიტს
  • → საიტის მიზნის, ფუნქციონალის განსაზღვრის შემდეგ საჭიროა ტექნიკური დავალების შედგენა, თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს
  • → ტექნიკურ დავალებაზე დაყრდნობით უნდა დაიხატოს დიზაინი, რომელიც სრულად აკმაყოფილებს შედგენილ ტექნიკურ დავალებას

 

მეორე ეტაპი (frontend)

  • → დიზაინში შექმნილი საიტის სტრუქტურული ელემენტების დამუშავება
  • → დიზაინის აწყობა, Responsive
  • → მობილური და ტაბლეტ ვერსიების შექმნა
  • → საიტის front ის მხარის SEO-სთვის ადაპტირება

 

მესამე ეტაპი (backend)

  • → საიტის წინა მხარის (frontend) დასრულების შემდეგ საიტის ფუნქციური ნაწილის აწყობა.
  • → საიტის ფუნქციური ნაწილის (backend) დასრულების შემდეგ ყველა გვერდის ტესტირება, გამოვლენილი ხარვეზების (bugs) გამოსწორება

 

მეოთხე ეტაპი (production)

  • → ტესტიტების დასრულების შემდეგ საიტის პირველადი ინფორმაციით შევსება
  • → სოც ქსელების ინტეგრაცია
  • → SEO-ს ოპტიმიზაცია

რისთვის არის საჭირო ვებ-საიტის ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებში (SEO)

ინტერნეტ სივრცეში პოტენციური კლიენტების მოზიდვა სხვადასხვა საშუალებით შეიძლება, მაგრამ პირობითად ყველაფერი შეგვიძლია დავყოთ ფასიან და უფასო სერვისებად.

ფასიანი სერვისის შემთხვევაში: სანამ გაქვთ ბიუჯეტი - რეკლამა მუშაობს. როგორც კი მთავრდება ფული - თქვენ აღარავის ახსოვხართ.

კონკურენტულ გარემოში რეკლამა აუქციონის პრინციპით მოქმედებს, იგებს ის, ვინც უფრო მეტს იხდის. როგორც კი გიმთავრდებათ ფული - ნახვები ნულამდე ვარდება და თქვენი ვებ-გვერდი აღარც იძებნება.

საიტის რეკლამით ძალიან ბევრი სარგებლობს, განსაკუთრებით ისინი, ვინც არ იცის რა არის SEO და როგორ მუშაობს ის. შედეგი: ყოველთვიურად თქვენ ხარჯავთ დიდ თანხებს და რეალურად შეიძლება არც იღებთ იმ შედეგებს (კლიენტების სახით), რომელსაც ელოდით.

არსებობს პირობითად უფასო ინსტრუმენტები. რატომ პირობითად: ან თქვენ თვითონ აკეთებთ და ხარჯავთ ამაზე დროს ან ქირაობთ გამოცდილ სპეციალისტებს. ეს არ გაძლევთ მომენტალურ შედეგს, მაგრამ ნელ-ნელა ამაღლებს თქვენს იმიჯს, სახელს და იზიდავს უფრო მეტ კლიენტს.

საძიებო სისტემაში ოპტიმიზაციისთვის საჭიროა ხანგრძლივი მუშაობა. პირველი რეალური შედეგები შეიძლება მიიღწეს მინიმუმ 2-3 თვის შემდეგ, რაც დამოკიდებულია საკვანძო სიტყვებზე და კონკურენტ ვებ საიტებზე.

თუ თქვენ გაქვთ საიტი - ის გჭირდებათ იმისთვის რომ ის მოიძებნოს. როდესაც ადამიანს რაღაცა აინტერესებს სად მიდის ის? რათქმაუნდა GOOGLE-ში და მისთვის საინტერესო პროდუქტის ან მომსახურების ძიებას იქ ცდილობს. ძიებისას ის ხედავს სხავდასხვა საიტს, სადაც შეუძლია შევიდეს და ნახოს ნებისმიერი პროდუქტი. იყავით დარწმუნებული, რომ მომხმარებელი ძირითადად ენდობა პირველ გვერდზე გამოსულ ვებ-საიტებს. (მომხმარებელი იმ შემთხვევაში გადადის მეორე და მესამე გვერდებზე google-ში თუ პირველ გვერდზე უხარისხო საიტები დახვდა და ვერ გაერკვია, ვერ მიიღო სასურველი ინფორმაცია)

SEO საჭიროა იმისათვის, რომ საძიებო სისტემაში თქვენი გვერდი მოწინავე პოზიციაზე აღმოჩნდეს ყველანაირი ზედმეტი რეკლამის გაშვების გარეშეც კი.

თქვენ გჭირდებათ SEO თუ:

  • → ინტერნეტ სივრცეში კონკურენტუნარიანობა გსურთ
  • → თქვენი გსურთ საძიებო სისტემაში სტაბილური მომხმარებელების მოძიება
  • → გსურთ თქვენი ბრენდის ცნობადობის ამაღლება და კლიენტების ლოიალურობის მოპოვება
  • → თქვენ გინდათ უფრო მეტ ადამიანს მიაწვდინოთ ხმა თქვენი პროდუქტის, მომსახურების ან ზოგადად კომპანიის შესახებ
  • → თქვენ გსურთ უფრო ეფექტურად წაწიოთ წინ თქვენი ბრენდი და აღარ ხარჯოთ ყოველთვიურად ფული რეკლამაზე
  • → თქვენი შემოსავლების და შედეგად, მოგების გაზრდა გსურთ

რა საჭიროა ბიზნესისასთვის საიტის ოპტიმიზაცია?

გთავაზობთ მარტივ მაგალითს: წარმოიდგინეთ ჩვენი ქალაქი. ერთ-ერთი სახლის პირველ სართულზე ნიკამ გახსნა კარგი და მყუდრო მაღაზია ხარისხიანი პროდუქტით, მაგრამ მისი არსებობის შესახებ არავინ იცის. ცოტა ფიქრის შემდეგ, ნიკამ დიდი ორიგინალური აბრა გაუკეთა მაღაზიას, მთელ ქალაქში განათავსა მინიშნებები და აბრები თუ როგორ უნდა მიაგნოს მომხმარებელმა. სხვა სახლების და მსგავსი მაღაზიების კედლებზე განათავსა განცხადება თავისი მაღაზიის შესახებ. და აი, ნელ-ნელა ნიკას მომხამრებლებების რიცხვმა მატება დაიწყო.

ამის მსგავსად მუშაობს SEO. თქვენ ატყობინებთ საძიებო სისტემებს, რომ არსებობთ ქსელში. თქვენ ატყობინებთ, რა მომსახურებას/პროდუქტს სთავაზობთ მომხმარებლებს, ტოვებთ „აბრებს“ მომხმარებლებისათვის (საკვანძო სიტყვები გვერდებზე). ყველაფერს აკეთებთ იმისათვის, რომ თქვენს საიტზე ყველაფერი გასაგები და კომფორტული იყოს. ნელ-ნელა მომხმარებლები გაიგებენ თქვენს შესახებ. თუ თქვენ ყველაფერს ზუსტად და კარგად გააკეთებთ - მათი რიცხვი უფრო და უფრო გაიზრდება.

თქვენ ვებ-საიტზე საძიებო სისტემიდან - შემოსული მომხმარებელი 100% არის თქვენი კლიენტი.

საძიებო სისტემის ოპტიმიზაციისთვის საჭიროა სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინება:

  • → სწორად შერჩეული საკვანძო სიტყვები (keywords)
  • → საიტის სწორი სტრუქტურა
  • → ორიგინალური და სწორი კონტენტი (არადაკოპირებული)
  • → ზუსტი ლინკები
  • → ჰოსტინგი და უამრავი სხვა ფაქტორი


დასკვნის სახით ვიტყვით. ოპტიმიზაცია ჭირდება ნებისმიერ საიტს, რომელსაც სურს სიცოცხლისუნარიანობა და მუშაობა. თუ თქვენ საიტს არავინ ხედავს - რისთვის გჭირდებათ ის?

სოც. მედიის მართვისთვის არ გყავთ გამოყოფილი კადრი, რეკლამის მართვაში გაქვთ პრობლემები და დახარჯული ბიუჯეტით მიღებული შედეგი არ გაკმაყოფილებთ, გჭირდებათ ბრენდირება და კორპორატიული სტილი, Cgroup.Ge ამ ყველაფერის სწორად დაგეგმვაში და განხორციელებაში დაგეხმარებათ.

ნებისმიერი კომპანიის სოც.ქსელში გვერდის მიზანია გავიდეს კომპანიისათვის საინტერესო და მიზნობრივ აუდიტორიაზე. ამისთვის არ არის საკმარისი გვერდის შექმნა და ყოველდღიური პოსტების დადება, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანია სწორი აუდიტორიის განსაზღვრა და რეკლამის გაშვება.

კომპანიის განვითარებისთვის სოც.ქსელებში საჭიროა ყოველკვირეული ან ყოველდღური ხარისხიანი კონტენტის განთავსება. მოქმედებაზე გადასვლამდე უნდა განსაზღვროთ რომელი სოც.ქსელი გჭირდებათ, ვინაა თქვენი მიზნობრივი აუდიტორია და რითი შეგიძლიათ მათი მოზიდვა.

აუცილებელია სოც.ქსელების ერთმანეთთან დასინქრონება. თქვენი სოც. ქსელის გვერდზე შემოსულმა მომხმარებელმა უნდა დაინახოს კონკრეტულად რა სერვისებს სთავაზობს კომპანია, რითი ხართ სხვებისგან განსხავებული და საინტერესო.

შეიქმენით კონკრეტული იმიჯი. თქვენი ნებისმიერი სოც. ქსელის გვერდი უნდა იყოს ბრენდირებული ერთ სტილში: ეს იქნება მთავარი სურათი თუ cover სურათი, პოსტის სურათი თუ ვიდეო.

თითოეული პოსტი არამხოლოდ ბრენდირებული უნდა იყოს, არამედ ტექსტიც უნდა იყოს განსხვავებული და ინდივიდუალური. აუცილებელია უნიკალური ტექსტების და ვიზუალის მოფიქრება და დადება.

facebook რეკლამის გაშვება შესაძლებელია კონკრეტულ სეგმენტზე: ამისათვის კი საჭიროა შეიქმნას ჩვენი პოტენციური კლიენტის ზოგადი სახე, პროტოტიპი და შემდეგ მოხდეს სეგმენტაციის სწორად აწყობა (ხარჯების შემცირების ოპტიმიზაცია + უკეთესი შედეგი) რეგულარული პოსტების გარდა საჭიროა უბიძგოთ მოხმარებელს დაბრუნდეს თქვენს სოც.ქსელის გვერდზე. ამისათვის უნდა გაკეთდეს მინი აქციები, რომელშიც მონაწილეობის მიღება მხოლოდ ინტერნეტ მოხმარებელს შეეძლება.

Facebook-ის გამოყენება, რათქმაუნდა, საჭიროა თქვენ ვებ-გვერდზე პოტენციური კლიენტის მოსაზიდად, პროდუქტის და მომსახურების საყიდლად ან დასაჯავშნად. ამისათვის კი საჭიროა საინტერესო კონტენტის, ბლოგ პოსტების დადება საიტზე, სოც.ქსელების პოსტებმა უნდა დააინტრიგონ და დააინტერესონ მომხმარებელი გადავიდეს თქვენ ვებ-გვერდზე.

ჩვენ გთავაზობთ:

  • → სოც. ქსელების სრული ბრენდირება (დიზაინი)
  • → პოსტების დაგეგმვა, დამუშავება, ვიზუალური მომზადება, ტექსტების შედგენა და განთავსება
  • → უნიკალური კონტენტი
  • → რეკლამის მართვა, სწორი აუდიტორიის შერჩევა, ტესტირება, მონიტორინგი
  • → აქტივობების დაგეგმვა